-
2015-12-04 19:56
"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია მოსკოვს მიემგზავრება. ინფორმაცია ამის შესახებ "რეპორტიორს" "ქართული დასის" პრესსამსახურში დაუდასტურეს.
გამოცემის ინფორმაციით, ბაღათურია პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს. შეხვედრებზე განხილული იქნება რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების საკითხები. ორმხრივ შეხვედრებზე ასევე ისაუბრებენ რუსეთსა და თურქეთს შორის გამწვავებული ურთიერთობებსა და გაზრდილ საფრთხეებზე რეგიონში.
შეგახსენებთ, ეს ბაღათურიას მეორე გამგზავრება იქნება მოსკოვში. "ქართული დასის პრესსამსახური" რუსეთის დედაქალაქში გასამართი შეხვედრების განრიგსა და განსახილველ თემებს ჯერ არ ასახელებს.