-
2015-11-07 00:42
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დავით ბაქარძე "არჩევანში" ამბობს, რომ რაც დღეს ქვეყნის გარეთ მოხდა, კატასტროფაა. დავით ბაქრაძე ხელისუფლების დღის წესრიგზეც საუბრობს.
"მიადევნეთ თვალი, რამდენი დღეა, არაფერი თქმულა ეკონომიკაზე, არაფერი თქმულა ლარზე... სამაგიეროდ, ხელისუფლების დღის წესრიგი ასეთია: დილით ატვირთავენ ჩვენი სპეცსამსახურები კადრებს, მერე პირველ საათზე ზოგი ტელევიზია უკან ჩამოტვირთავს მათ, მერე იბარებენ ხალხს დაკითხვაზე, მერე "რუსთავი-2"-ის თემაზე მსჯელობა...", - აცხადებს დავით ბაქრაძე და მოსახლეობას მოუწოდებს, მოვიდნენ და დადგნენ "რუსთავი-2"-თან, რათა დაიცვან ქვეყნის მომავალი.