გოგი თოფაძე პარლამენტს ტოვებს

Image

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე გოგი თოფაძე სადეპუტატო მანდატის დატოვებასა და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას გეგმავს. ამის შესახებ თოფაძის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

“კოალიცია “ქართული ოცნება” ერთი ნიშნით ჩამოყალიბდა: თავიდანვე არავისთვის ყოფილა საიდუმლო, რომ მასში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ერთნაირი ხედვა არ გააჩნდათ, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებდა მთავარი – კოალიციის შემქმნელის ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის დიდი იმედი, რწმენა, რომ სნორედ მისი თავკაცობით და მასთან ერთად მოვახერხებდით იმჟამინდელი ხელისუფლების მოცილებას პოლიტიკური ასპარეზიდან, რაც ქვეყნის გადარჩენის ტოლფასად მიგვაჩნდა და მიგვაჩნია კიდეც.

 

ჩვენ გვაერთიანებდა უპირობო მზადყოფნა, ქვეყანაში არსებული, უკვე სრულიად აუტანელი არაადამიანური, შეიძლება ითქვას საკუთარი მოსახლეობისადმი მტრობით გაჟღენთილი ვითარება ერთხელ და სამუდამოდ შეგვეცვალა და მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, კვლავაც ამ მზადყოფნის ერთგული ვრჩები. არც დავმალავ, რომ აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა ჩემსა და ჩემს კოლეგებს შორის კოალიციაში, შეიძლება დღესაც არსებობდეს, მაგრამ ეს სხვადასხვაობა არასოდეს შეხებია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანას თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების ევროპულ ოჯახში გაწევრიანების თაობაზე.

 

პოლიტიკაში ყოფნა თუ პარლამენტის წევრობა, ჩემთვის არასდროს ყოფილა თვითმიზანი და მხოლოდ იმიტომ ვარჩიე ეს ასპარეზი, წარსულში ნათლად რომ ვხედავდი ქვეყნის განვითარების არასწორ, არამართებულ გეზს. არაერთხელ საჯაროდ განმიცხადებია, რა უიმედო პერსპექტივას უქმნიდა ქვეყანას წინა ხელისუფლებების მანკიერი, მავნებლური სტრატეგია და სამწუხაროდ, ბევრი ჩემი და ჩვენი პარტიის (თანამოაზრეების) პროგნოზი არაერთხელ გამართლდა კიდეც.

 

დღეს ბევრად უფრო იმედიანად ვუყურებ მომავალს და ჩემს უპირველეს მოვალეობად გულწრფელად მიმაჩნია, ნებსით თუ უნებლიედ არანაირი დისონანსი არ შევიტანო კოალიციის ერთობაში. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ხელისუფლება უთუოდ უკეთესობისაკენ წაიყვანს ქვეყანას და მეც, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდე, მხოლოდ მხარში დავუდგები და შეძლებისდაგვარად შევეხიდები ამ უაღრესად საშურ საქმეში. ვფიქრობ, ამ ეტაპზე სადეპუტატო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდეც დავტოვო პარლამენტი, რათა ჩემი აზრი ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, დაბრკოლება არ აღმოჩნდეს კოალიციის, მათ შორის, ჩვენი პარტიის მიზანმიმართულ ქმედებისთვის, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაამყაროს ნორმალური, მშვიდი ვითარება.

 

თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მივიღებ, როცა დასრულდება ჩვენი ფრაქციის მრავალწლიანი მუშაობა საქართველოს მოსახლეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვან კანონპროექტზე. ეს კანონპროექტი გულისხმობს ჩვენი ბუნებრივი ბიომრავალფეროვნების დაცვას, რამაც საბოლოოდ უნდა დაუსვას წერტილი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ინტროდუქციას” – აცხადებს თოფაძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !