
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საგარეჯოში თამარ ხიდაშელთან დამარცხებას არ აღიარებს, არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ თანამოაზრეებთან ერთად, 8 ნოემბრიდან, პემანენტულ საპროტესტო აქციებს იწყებს. ამასთან, ინაშვილი არჩევნების შედეგების გასაუქმებლად სამართლებრივ გზასაც მიმართავს.
"მე და ჩემი თანამოაზრეები ისევ ვუბრუნდებით რუსთაველის ძეგლს და ისევ ვამაგრებთ საპროტესტო კერას რუსთაველის ძეგლთან. ჩვენ ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, ასევე, ვგეგმავთ დიდ აქციას, რომელიც პერმანენტული აქციების დასაწყისი იქნება, ეს იქნება 8 ნოემბერს", - განაცხადა ინაშვილმა.