
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიიდან, წინასწარი მონაცემები უკვე ცნობილია 18 საარჩევნო უბანზე. „ქართული ოცნების“ კანდიდატი თამარ ხიდაშელი იგებს იორმუღანლოს საარჩევნო უბნებს დიდი უპირატესობით.
18 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, წინასწარი მონაცემები ასეთია:
ირმა ინაშვილი 1874 ხმა;
თამარ ხიდაშელი 1990 ხმა; ხიდაშელი ინაშვილს 116 ხმით უგებს.
ქალაქ საგარეჯოს N4 უბანი: ირმა ინაშვილი 201 ხმა, ხიდაშელი 98 ხმა;
ქალაქ საგარეჯოს N7 საარჩევნო უბანი: ინაშვილი 133 ხმა, ხიდაშელი 107 ხმა;
N12 კოჭბაანის უბანი: ინაშვილი 99 ხმა, ხიდაშელი 61 ხმა;
N17 წყაროსთავის უბანი: ინაშვილი 102; ხიდაშელი 93;
N18 ნინოწმინდას უბანი: ინაშვილი 136, ხიდაშელი 93;
N22 ქვემო სამგორის დასახლების უბანი: ინაშვილი 18 ხმა, ხიდაშელი 20 ხმა;
N23 სათაფლეს უბანი: ინაშვილი 35, ხიდაშელი 26;
N24 თოხლიაურის უბანი: ინაშვილი 140 ხმა; ხიდაშელი 223 ხმა;
N25 მანავის უბანი: ინაშვილი 150 ხმა; ხიდაშელი 108 ხმა;
N26 მანავის უბანი: ინაშვილი 226 ხმა, ხიდაშელი 57 ხმა;
N27 მანავის უბანი“ ინაშვილი 114 ხმა, ხიდაშელი 52 ხმა;
N32 ვერხვიანის უბანი: ინაშვილი 97, ხიდაშელი 98;
N35 მზისგულის უბანი: ინაშვილი 138 ხმა; ხიდაშელი 136 ხმა;
N36 შიბლიანის უბანი: ინაშვილი 91; ხიდაშელი 113;
N38 დუზაგრამას უბანი: ინაშვილი 53 ხმა; ხიდაშელი 177 ხმა;
N43 მუღანლოს უბანი: ინაშვილი 37, ხიდაშელი 114;
N44 ზემო ლამბალოს უბანი: ინაშვილი 40; ხიდაშელი 270;
N49 კაზლარის უბანი: ინაშვილი 64 ხმა; ხიდაშელი 144 ხმა;
2015 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საგარეჯოს საარჩევნო ოლქში სულ 49 საარჩევნო უბანია და 46 082 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან 12 საარჩევნო უბანი სოფელ იორმუღანლოშია, რომელიც კომპაქტურად ეთნიკური აზერბაიჯანელებით არის დასახლებული.
ოფიციალური მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში 15 867–მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 34.43%–ია. არჩევნების მონაწილეთაგან 6946 ქალია, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 43,15%-ია.