-
2015-10-31 13:21
"პატრიორთა ალიანსის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მარტვილის შუალედურ არჩევნებში ადა მარშანია მარტვილში პარტიის საარჩევნო შტაბში ხატით ხელში მივიდა. ტვ "იმედზე" დაყრდნობით ამის შესახებ "ნეტგაზეთი" წერს.
ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, ადა მარშანიამ გზა სასტუმროდან საარჩევნო შტაბამდე ხატით გაიარა. მისი თქმით, ხატის ჩატანა საარჩევნო შტაბის წევრებმა სთხოვეს.
დღესმ 31 ოქტომბერს შუალედური არჩევნები მარტვილსა და საგარეჯოში ტარდება, რადგან მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი 2015 წლის მარტში გარდაიცვალა, ხოლო საგარეჯოს დეპუტატი თინა ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი გახდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02