
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერის, უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას პარალელურად, დაკითხვაზეა დაბარებული "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორიც.
როგორც ბოკერიას, ასევე გვარამიას კონრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხავენ. დაკითხვაზე დაბარება უკრაინულ ინტერნეტსაიტზე გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხება, სადაც მიხეილ სააკაშვილი ჯერ ნიკა გვარამიას, შემდეგ კი გიგა ბოკერიას ესაუბრება.