
საქართველოს პარლამენტის წევრის, უმრავლესობის წარმომადგენლის ლევან ბერძენიშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "მაესტრომ" გაავრცელა, რასაც დავით ბერძენიშვილი არ ადასტურებს.
"ლევან ბერძენიშვილი ცოცხალია და სტრასბურგში იმყოფება. "მაესტროს" მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. იმედია გამოასწორებენ, ზუსტ ინფორმაციას გაავრცელებენ და ბოდიშს მოიხდიან", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
-
გავრცელებული ინფორმაციისთვის ბოდიშს იხდის "აფხაზეთის ხმაც", რომელმაც ცნობა "მაესტროზე" დაყრდნობით, გადაუმოწმებლად გაავრცელა.