ბოკერია: "ჩანაწერში ახალი არაფერია, ჩვენ "რუსთავი-2"-ს ფიზიკურად დავიცავთ" (ვიდეო)

Image

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია უკრაინულ გამოცემა http://uareview.in.ua-ის მიერ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილსა და მას შორის, ასევე სააკაშვილსა და გვარამიას შორის გამოქვეყნებულ სავარაუდო სატელეფონო საუბრებს ეხმაურება.

 

მისი თქმით, რუსთავი 2-ის ფიზიკური დაცვის შესახებ განცხადებები მედიასთან არაერთხელ გაკეთებულა, ეს ჩანაწერები კი ორ რამეს ადასტურებს:

 

"ერთი იმას, რომ უკანონო მოსმენები გრძელდება და ძალიან თავხედურად მერე ამას ჩვენ გვაჩვენებენ. მეორე, მე მგონი კონკრეტული მუქარაც იყო ნიკა გვარამიას მიმართ, რომ გამოგიქვეყნებთო სააკაშვილთან საუბარსო. ანუ ეს ადასტურებს იმ ამბავსაც, რაც მე პირადად და საზოგადოების უდიდეს ნაწილსაც ჯეროდა, რომ ის შიკრიკი, ვინც გააგზავნა მთავრობამ იმ მუქარებით გვარამიასთან, ნამდვილი შიკრიკი იყო მთავრობის, იმიტომ, რომ ეს კონკრეტული მუქარა შეასრულა.

 

გამოძიებამ ისეთი აბსურდული ფაბრიკაცია გამოიყენა გამოიძიების დასაწყებად, რომ ამ საუბარს გამოიყენებს თუ არა ახლა ამის პროგნოზირება ჩემთვის რთულია. თუმცა, ხაზს ვუსვამ მთავარ საკითხს, რომ მე პირადად ჩემს თანაგუნდელებს ახალი სათქმელი ამ თვალსაზრისით არფერი არ გვაქვს, იმიტომ, რომ ეს გახლავთ ჩვენი საჯარო პოზიცია, არაერთხელ ნათქვამი მედიისთვის, რომ ჩვენთვის წითელი ხაზი არის "რუსთავი 2"-ის ჩახშობის მცდელობა და ამ მცდელობას ჩვენ აღვუდგებით ფიზიკურად წინ.

 

ჩვენში არ ვგულისმობ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას, ვგულისხმობ საზოგადოების სერიოზულ ნაწილს. ამაში არაფერი სიახლე არ უნდა იყოს, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია რომელიც განხორციელებული იქნება აუცილებლად", - აცხადებს ბოკერია "ქრონიკასთან" სატელეფონო ინტერვიუში.

 

"ტაბულა"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !