-
2015-10-29 21:07
"რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ადასტურებს იმ ჩანაწერის ავთენტურობას, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის აზრით, მათ სიტყვის თავისუფლება უნდა დაეცვათ სწორედ იმ მეთოდებით, რა მეთოდებზეც სააკაშვილი საუბრობს - ბარიკადებით, კუნთმაგარი ადამიანების შემოჯარვით და ა.შ.
"სააკაშვილი ფიქრობს ასე და ეს მისი პოლიტიკური გემოვნებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია. რამდენად ვიზიარებ მე მის პათოსს, შეგიძლიათ გარეთ გაბრძანდეთ და ნახოთ: ეს საუბარი თარიღდება დაახლოებით 19 ოქტომბრით, გარეთ არც ბარიკადებია და არც რკინის კონსტრუქციები", - განაცხადა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29