
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა "მაესტროსთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერის შესახებ მის გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე აცნობეს, ხოლო ელექტრონული ფოსტით მიღებული რეზოლუცია არ წაუკითხავს, რადგან მაღალი წნევა ჰქონდა.
"საბოლოო ვერსია გუშინ დღის განმავლობაში ელექტრონული ფოსტით მივიღეთ. მე მაღალი წნევა მქონდა გუშინ და კომპიუტერთან არ დავმჯდარვარ და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს არ გავცნობივარ და ისე როგორ შეიძლებოდა.
ექიმმაც მითხრა, რომ შენ სამუშაო მდგომარეობაშ არა ხარო. რომ მოეტანათ ჩემთვის გადაწყვეტილება 50 გვერდს როგორ წავიკითხავდი საავადმყოფოს პალატაში. ჩვენ კიდევ მუშა პროცესში ვიმყოფებოდით, ერთი საათით ადრე მირეკავენ და გადაწყვეტილება უნდა გამოვაცხადოთო. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, მოსამართლისა და სასამართლო ხელისუფლების უპატივცემულობა“, - განაცხადა მერაბ ტურავამ.