ანი ნადარეიშვილი სკოლა "ინტელექტთან" დაკავშირებით დამატებით დეტალებს ასაჯაროებს

Image

"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ელმძღვანელი ანი ნადარეიშვილი თბილისში მოქმედ სკოლა "ინტელექტთან" დაკავშირებით დამატებით დეტალებს ასაჯაროებს. ეს ის სკოლაა, სადაც გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად იყო მონიშნული, ხოლო ეს ლიტერატურა "თავისუფალი ზონის" წევრებმა სკოლიდან ამოიღეს და მისი დირექტორისა და პატრულის ეკიპაჟის თვალწინ დაწვეს.

 

"ყველას გახსოვთ რამდენიმე დღის წინ თავისუფალი ზონის წევრების მიერ კერძო სკოლა „ინტელექტში“ არსებული კრემლის პროპაგანდისტული ლიტერატურის ამოღების და განადგურების ფაქტი. მაშინ ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები დავდე ჩემს გვერდზე და შეგპირდით, რომ მალე ამ სკოლასთან დაკავშირებით მოგაწვდიდით მეტ ინფორმაციას. და აი ისიც: 

 

სისხლის სამართლის საქმეში „რუსეთის ჯაშუშები vs ბაჩო ახალაია“ ერთ-ერთი ჯაშუში სერგეი გრიგორის ძე ჩაპლიგინია, რომელიც როგორც კი „ქ-ოცნებამ“ ტანჯულის მანტიით გაანთავისუფლა დედა რუსეთში გაიქცა და დღემდე იქ იმყოფება. ჯაშუში ჩაპლიგინი სწორედ ამ ზემოხსენებული სკოლის დირექტორის მოადგილე იყო 2002 წლის სექტემბრიდან 2011 წლის 17 სექტემბრამდე, სანამ მას ქართული სპეცსამსახურები დააკავებდნენ ჯაშუშობის ბრალდებით.

 

რუსეთის საელჩოს მიერ საკმაოდ დაფასებული ჩაპლიგინი ელჩის მიერ დაჯილდოვდა სიგელით სკოლა „ინტელექტში“ საქმიანობასთან დაკავშირებით. ჯაშუში ჩაპლიგინი 2000 წლამდე ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო ოლქის შტაბში ავტოსაგზაო სამსახურის უფროსი იყო, ხოლო 2000 წლიდან იგი პენსიაზე გავიდა. ამის შემდეგ 2001 წელს გაემგზავრა რუსეთის ქალაქ არმავირში, სადაც ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა სამხედრო კომისარიატში. 2002 წელს კი იგი საქართველოში გამოაგზავნეს ჯაშუშის მისიით და კერძო სკოლა „ინტელექტს“ შეაფარეს.

 

როდესაც თავისუფალი ზონის წევრებმა კრემლის პროპაგანდისტული ლიტერატურა გაანადგურეს, მაშინ ამ სკოლის მოქმედმა დირექტორმა განახორციელა ზარი - „სერგეი გრიგორიევიჩ, ონი ვსიო უნიჩტოჟილი“, სერგეი გრიგორიევიჩი კი უდიდესი ალბათობით სწორედ ის ჯაშუში ჩაპლიგინია, რომელიც დღესაც აფათურებს თავის ბინძურ რუსულ ხელებს საქართველოში", - წერს ანი ნადარეიშვილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !