-
2015-08-26 14:40
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ipress.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ რუსეთის მიერ დაფინანსებული მარგინალები იმდენად საშიში არ არიან, რამდენადაც ქვეყანაში მზარდი სკეპტიციზმი.
თამარ ლეფსვერიძე, ipress.ge: თქვენ განაცხადეთ, რომ რუსეთს აქვს დასაყრდენი ძალა მედიაში, ენჯეოებში და მოსალოდნელია პრორუსული პარტიების შესვლა აპრლამენტში. რა ბერკეტები არსებობს ამ პროცესების საწინააღმდეგოდ?
თინათინ ხიდაშელი: - ვფიქრობ, რომ ჩვენი მოქმედებები არის პასუხი ამაზე. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ დასავლეთის პოზიტიური ენერგია და პოზიტიური ძალა. ერთად უნდა ვაჩვენოთ ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებამ, მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელიც ამ განწყობებზე ვართ და დასავლეთმა თავისი მოქმედებებით.
ყველაზე დიდი მტერი საქართველოსი არის არა რუსეთის მიერ დაფინანსებული ჯგუფები, არამედ ის სკეპტიციზმი, რომელიც იზრდება ქვეყანაში. აი ეს სკეპტიციზმი უნდა დავამარცხოთ. საქართველოში რუსეთი ვერასდროს პოულობდა ისტორიულად ნაყოფიერ ნიადაგს მასობრივად და ვერც ახლა იპოვის.
ვერ იპოვის ვერცერთ შემთხვევაში, უბრალოდ შეიძლება სკეპტიციზმი გაიზარდოს და ამან ხელი შეუწყოს იმ მარგინალურ ჯგუფებს და ეს უნდა დავამარცხოთ".
ipress.ge