
გადაცემა "2030"-ის ყოფილი წამყვანი არჩილ გამზარდია ეხმიანება ლარის კურსთან დაკავშირებულ მოვლენებს და წერს, რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენელთა ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, ლარი მეტად გაუფასურდებოდა.
მისივე თქმით, განსხვავება იქნებოდა ის, რომ საზოგადოება თავის უკმაყოფილებას ვერ გამოხატავდა:
„ნაციონალები რომ ყოფილიყვნენ მმართველობაში, დოლარის კურსი, დიდი ალბათობით ან უარესად ან ასევე იქნებოდა, თუმცა ხალხი იძულების წესით კმაყოფილებას გამოხატავდა, უკმაყოფილოებს დაერქმეოდა ხალხის მტერი და რუსეთის აგენტი"- აცხადებს გამზარდია.