ბიძინა ივანიშვილის სკოლის ატესტატში (№603973) 13 ოთხიანი და 5 ხუთიანია

Image

ატესტატი ნომერი 603973 ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და მისი ასლი საჩხერის რაიონის სოფელ საირხის სკოლაში დღემდე ინახება. ივანიშვილის ატესტატი 2011 წელს ჟურნალისტმა ლევან ჯავახიშვილმა ნახა და ივანიშვილის პედაგოგებსაც ესაუბრა.

 

როგორც ჟურნალისტი წერს, ივანიშვილმა ჯერ ჭორვილის 8-წლიანი სკოლა დაასრულა, ბოლო ორი წელი კი მეზობელი სოფლის, საირხეს საშუალო სკოლაში გაატარა და ატესტატიც იქ აიღო. ეს ორი წელი, კვირაში 6 დღე, ბიძინა ივანიშვილი ფეხით დადიოდა ჭორვილიდან საირხეში და მასწავლებლები ვერ იხსენებენ, ოდესმე სკოლაში დაეგვიანებინოს ან გაკვეთილი გაეცდინოს. ჭორვილიდან საირხემდე 3 კილომეტრია.

 

„საირხის საშუალო სკოლის 1972-73 სასწავლო წლის გამოშვების მოსწავლეთა საშუალო განათლების ატესტატის ჩასაწერი წიგნი მაჩვენეს. ეს, პრაქტიკულად, ყველა მოსწავლის ატესტატის ასლია. ბიძინა ივანიშვილის ატესტატის ნომერია 603973. კლასში 42 მოსწავლე ირიცხებოდა.

 

ბიძინა ივანაშვილს 13 ოთხიანი და 5 ხუთიანი უწერია ატესტატში და არც ერთი _ სამიანი. ხუთიანები ივანაშვილს დაუწერეს ფიზიკაში, ხაზვაში, ფიზკულტურასა და შრომით სწავლებაში. ხუთიანი გამოჰყვა ყოფაქცევაში.

 

ბიძინა ივანიშვილის სკოლის დირექტორი დოდო კობეშავიძე, რომელიც ივანიშვილის მოსწავლეობის დროს სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო, იხსენებს:

 

„მართალია, ყველაფერს ხუთიანებზე არ თუ ვერ სწავლობდა, მაგრამ, რომ იტყვიან, კაი, გამართული ოთხიანი ჰყავდა, რაშიც ჰყავდა. მეტიც შეეძლო, მაგრამ მარტო წიგნისთვის, სწავლისთვის არ ეცალა, სამწუხაროდ. მის ოჯახს დიდად არ ულხინდა და ბიძინაც ოჯახს გვერდით ედგა. შრომას ბავშვობიდან შეეჩვია. მახსოვს, გაკვეთილები დასრულდებოდა თუ არა, მაშინვე სახლში გარბოდა – დედას უნდა მივეხმაროო...“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !