
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი "გურიანიუსთან" საუბარში ამბობს, რომ დაპირება მმართველობის მესამე წლის მოსახლეობის ჯიბეებზე ასახვის შესახებ არაკორექტული წამოცდენა იყო.
მისი თქმით, ამას ის "სტაბილურად არ ამბობდა, მხოლოდ ერთხელ" თქვა და ისიც გადასამოწმებელი აქვს, თქვა თუ არა. "გურიანიუსთან" საუბარში ექსპრემიერი სხვა საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მაგალითად, "კითხვები არსებობდა ჯანყარაშვილთან დაკავშირებით და რარიბაშვილმა გააკეთა დასკვნები", ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე: "გააკეთა თუ გააკეთებინეთ?" უპასუხა: "როგორ გავაკეთებინე? საკუთარ შვილს ვერ ვაკეთებინებ, ათი წლისაა ცოტნე...".
ვიდეო: ფრაგმენტი "კურიერის" სიუჟეტიდან