სერგეი მარკოვი: "სად არის თქვენი მადლიერება იმისთვის, რაც რუსეთმა გაგიკეთათ?" (ვიდეო)

Image

"სად არის თქვენი მადლიერება იმისთვის, რაც რუსეთს თქვენთვის გაუკეთებიათ? სად არის მადლიერება იმისთვის, რომ აფხაზებს 15 წლის განმავლობაში თქვენკენ ვუბიძგებდით? თქვენ შავი უმადურობით გადაგვიხადეთ, თქვენ იმით გადაგვიხადეთ, რომ ესროლეთ ჩვენს ბიჭებს, სამშვიდობოებს", - ამბობს რუსი პოლიტოლოგი და დუმის დეპუტატი 2007-2011წწ, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი სერგეი მარკოვი. 

 

მისი სიტყვები თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტურ ფილმში "რუსეთის სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ" არის მოყვანილი. ფილმში აღწერილია, როგორ ცდილობდა 22 წლის განმავლობაში რუსეთი, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ შემდგარიყო და იქ მუდმივი დესტაბილიზაცია ყოფილიყო.

 

ფილმში ჩასმულია კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატის კონსტანტინ ზატულინის ინტერვიუს ფრაგმენტები. ერთერთ ფრაგმენტში ის ამბობს, რომ საქართველოს შეცდომა იყო, როცა მან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სეპარატიზმთან ბრძოლა რუსეთის მსგავსად გადაწყვიტა: "ის, რაც რუსეთმა ძნელად, მაგრამ მაინც გადახარშა ჩეჩნეთში, საქართველოსთვის ძნელად გადასატანი იქნებოდა: რაც რუსეთისთვის სურდოა, საქართველოსთვის ის ლეტალური შედეგია, სასიკვდილო რეცეპტია", - ამბობს ზატულინი. 

 

ფილმი მთავრდება ისტორიკოსისა და ჟურნალისტის დავით გამცემლიძის ინტერვიუს ნაწილით, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს ჰყავდა სამი პრეზიდენტი, რომელთაგან რუსეთთან საერთო ენის გამონახვა და მასთან ურთიერთობის დათბობა ვერცერთმა ვერ შესძლო. ამის მიზეზად გამცემლიძე რუსეთის ულტიმატუმს ასახელებს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საუბარია არა იმაზე, რომ რუსეთს პრობლემას უქმნის ჩვენი საგარეო პოლიტიკა, არამედ იმაზე, რომ მას პრობლემას უქმნის საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი, სტაბილური ქვეყნის არსებობაც. ამიტომ ის ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს იმისთვის, რომ თუ ვერ გააუქმებს საქართველოს დამოუკიდებლობას, მუდმივი დესტაბილიზაციის პირობებში ამყოფოს ეს ქვეყანა. 

 

"ვერცერთმა პრეზიდენტმა ვერ გამონახა საერთო ენა და ვერ ერთი მომავალი ვერ გამონახავს მას რუსეთთან, თუ არ მიიღებს მის ულტიმატუმს, რომ საქართველოს განვითარება უნდა იყოს მისი რუსეთთან ინტეგრაციის ფუნქცია და არა პირიქით", - ამბობს დავით გამცემლიძე. 

 

ვიდეო: ფრაგმენტი (ბოლო მონაკვეთი) თომა ჩაგელიშვილის ფილმიდან "რუსეთის სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ", "რუსთავი-2".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !