
შსს-ს გაყოფის წინ სახელმწიფო უშიშროების სააგენტოს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა ქართველიშვილმა საქართველო დატოვა. ის ოკუპირებული ტერიტორიის გავლით, ახალგორის მხრიდან რუსეთში გადავიდა და ამჟამად მოსკოვში იმყოფება.
ექსკლუზიურ ინფორმაციას სანდო წყაროზე დაყრდნობით „პირველი რადიო“ ავრცელებს, თუმცა, შსს არ ადასტურებს.
„პირველი რადიოს“ ცნობით, ქართველიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიამდე ტაქსით მივიდა და ქართველი სამართალდამცავების და საოკუპაციო ხაზი სამსახურეობრივი საბუთის ჩვენების შემდეგ გადალახა. სამართალდამცველებს ქართველიშვილმა განუცხადა,რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დავალებით გადადიოდა. წყაროს ცნობით ქართველიშვილმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე რუსეთში მნიშვნელოვანი ინფორმაცია და დოკუმენტები გადაიტანა.
როგორც წყარო იტყობინება, უკვე დაკითხულია ის ტაქსის მძღოლი, რომელთან ერთადაც ქართველიშვილმა იმგზავრა და, სავარაუდოდ, დაკითხულნი არიან ქართველიშვილის ოჯახის წევრებიც, რომელთაც, წყაროს ცნობით, ქართველიშვილი უკვე დაუკავშირდა.