
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უმცროსი ვაჟი ცოტნე "ფეისბუქზე" იხსენებს, რომ "თეთრი არწივის" მეთაური გია ყარყარაშვილი თბილისის ომის დროს კოლხურ კოშკში იყო მისული.
"არაკაცი გია ყარყარაშვილი თავის კაცაბებით იყო მოსული თბილისის ომის დროს კოლხურ კოშკში, თავის ჭკუით ჩვენს მძევლად ასაყვანად, რომ ზვიად გამსახურდიაზე ზემოქმედება მოეხდინათ... ბრძოლის შემდეგ კუდი ამოიძუეს 25 წლის "გენერალმა" და მისმა ტურებმა.
მას მერე მუდამ უარყოფდა ამ ფაქტს, შემომითვალა კიდეც, გაუგებრობა იყოო, მაგრამ რა დამავიწყებს... მე ის უფრო მადარდებს, ეს ჩვენი ჩამყაყებული საზოგადოება როდის ისწავლის შავისა და თეთრის გარჩევას, აგერ ვაჟბატონი თევზაძისა არ იყოს!
პ.ს. "წამებული" ედიკას შესახებ ფილმების პრემიერებზე ქაჯების ვიზიტებზე არაფერს ვამბობ უკვე...