"Менты в шоке!" - რა განკარგულებები გასცა ოდესის ბაზარში მოსეირნე სააკაშვილმა და რას გამოაცხადებს ორშაბათს პრიორიტეტად გუბერნატორი

Image

ოდესელები წერენ, რომ შაბათს, დილიდან ოდესის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი ოდესის ცნობილ ბაზარ "პრივოზში" იმყოფებოდა და დახლებს შორის დასეირნობდა, რამაც პოლიციელები და კონტრაბანდისტები შოკში ჩააგდო.

 

ოდესელი ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ სააკაშვილი მარტო იყო და გზადაგზა პოლიციას განკარგულებებსაც აძლევდა. ცნობილია, რომ ბაზარი "პრივოზი" ოდესაში კონტრაბანდული სიგარეტის გასაღების ერთერთი უმსხვილესი პუნქტია. იქ კონტრაბანდული სიგარეტის გამყიდველებისთვის სპეციალური დახლები არსებობს, რომლებსაც არავინ ეხება. 

 

იმის გათვალისწინებით, რომ კონტრაბანდული სიგარეტის თემა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა საქართველოში მცირე დროის განმავლობაში, თუმცა, მკაცრი და გადამჭრელი ზომების მიღების შემდეგ გადაჭრა, გამორიცხული არ არის, ოდესის ოლქშიც სწორედ ეს თემა გახდეს ერთ-ერთი პოპულარული. საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტი, ძირითადად, ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოდიოდა და ცხადია, ბიუჯეტი უდიდეს შემოსავალს კარგავდა, რადგან უაქციზო სიგარეტი შედარებით იაფი იყო.

 

მაშინ ფინანსთა სამინისტროსთან საგადასახადო ინსპექცია შეიქმნა, რომელსაც იარაღის გამოყენების უფლება, ასევე, კონტრაბანდისტების დაკავების უფლება მიეცა. ეს იმით იყო განპირობებული, რომ სიგარეტის კონტრაბანდაში ჩაფლული იყვნენ ე.წ. პარტიზანული შენაერთებიც, ამას გარდა, უკანანო აფხაზური ბანდფორმირებები. რეფორმა მძიმედ, მაგრამ მაინც გაგრძელდა და საბოლოოდ, კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანა ოკუპირებული ტერიტორიიდან შეწყდა.

 

მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე დაანონსა, რომ პრიორიტეტები და ოდესის ოლქში გადასადგმელი პირველი ნაბიჯები ორშაბათს გახდება ცნობილი. მანამდე მან ექსპერტებთან ხანგრძლივი თათბირი გამართა. ცნობილია, რომ თათბირის მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა უკრაინელმა აქტივსიტმა და "მაიდნის" მხარდამჭერმა იულია მარუშევსკაიამ და ჟურნალ "Forbes Украина"-ს რედაქტორმა ვლადიმირ ფედორინმა. 

 

"ოდესა ლაიფისა" და სოცქსელების მიხედვით მოამზადა ლაშა ბერულავამ

 

 

mix-odesss.jpg

 

mix-odd.jpg

 

mix-odees.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !