
"რა აბსურდია, უკრაინაში არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ მაქვს, ამ პროექტის შემდეგ საქართველოში დავბრუნდები", -
ასე უპასუხა ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა "ლიგა.ნეტის" შეკითხვას იმის შესახებ, რამდენად სწორია ვერსიები, რომელთა თანახმადაც ოდესის გუბერნატორობა მიხეილ სააკაშვილისთვის ტრამპლინია უკრაინის პრემიერმინისტრად დასანიშნად.
"სიამოვნებით დავბრუნდები საქართველოში და იქ გავაგრძელებ საქმიანობას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.