„ივანიშვილი რომ დარბოდა მიტინგებზე და შუშის იქედან გვმოძღვრავდა, ვინმემ იკითხა, მოქალაქეა თუ არაო?“

Image

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თანამებრძოლების მიტოვებას და ქართულ პოლიტიკაში აქტიურობაზე უარის თქმას არ აპირებს და ექნება თუ არა ქვეყნის მოქალაქეობა, ამაში გადამწყვეტ როლს ვერ ითამაშებს. 

 

„პოსტსკრიპტუმთან“ ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ არ აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას სამუშაო გაუიოლოს და მოქალაქეობის შეჩერება მოითხოვოს:

 

„უკრაინის კანონმდებლობით მე მაქვს გარდამავალი ორწლიანი პერიოდი, რა პერიოდის განმავლობაშიც შემიძლია ვიყო საქართველოს მოქალაქეც. თუ ისინი შემიჩერებენ მოქალაქეობას (მე ნამდვილად არ მივმართავ, რომ შემიჩერონ), არც ეს იქნება დამაბრკოლებელი გარემოება.

 

კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ საქართველოს მოქალაქეობა რასაც ახლა მაძლევს, ესაა ექვსი კვადრატული მეტრი მატროსოვზე, ისევე, როგორც ჩემს მეგობრებს. თუ ვინმე თვილის, რომ მე ეს შესაძლებლობა უნდა გამეცვალა იმ შესაძლებლობაზე, რომ საერთო საქმე, უკრაინის საქმე და ევროპის საქმე ვაკეთო აქ, არ ვეთანხმები და მათგან ვერც შენიშვნებს მივიღებ.

 

რაც შეეხება ფორმალიზებას, ამასზე მერე ვილაპარაკოთ, თუ მოქალაქეობა შემიჩერეს, ეს არაა გადამწყვეტი ფაქტორი. რა, ივანიშვილი რომ დარბოდა მიტინგებზე 2012 წელს და შუშის იქედან მოგვმართავდა, გვმოძღვრავდა, ვინმემ იკითხა, მოქალაქე თუ არისო? ხომ არ ავიწყდებათ, თვითონ როგორ მოვიდნენ?“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

შეგახსენებთ, საქართველოს კანონმდებლობით ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე მიიღებს რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, ის ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, გამონაკლისის სახით, ორმაგი მოქალაქეობის უფლება მისცეს პირებს, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვთ სახელმწიფოს წინაშე. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !