
გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომლის თანახმადაც ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილი წარუდგინა, ახალ ამბავს უკრაინელები მიხეილ სააკაშვილის გვერდზე ეხმიანებიან.
მიხეილ სააკაშვილმა გაიზიარა ცნობილი ჰიტი: "Шаланды полные кефали", და წაუმძღვარა ინგლისურად დაწერილი "მე მიყვარს ოდესა", რასაც ოდესელებისა და ზოგადად, უკრაინელი ინტერნეტმომხმარებლის გამოხმაურებები მოჰყვა. გამოხმაურებები თითქმის 100%-ით დადებითი და პოზიტიურია: "დაეთანხმეთ! ცოტათი მაინც შეგვეშველეთ! ნუთუ ისეთი მშვენიერი ოლქი, როგორიც ოდესაა, ნორმალურ გუბერნატორს არ იმსახურებს?", - წერს ნელი ლიტვინენკო.
"Шаланды полные ткемали в Одессу Миша привозил", - ხუმრობს ანდრეი სტავნიცერი.
"ოი, ეს მართალი აღმოჩნდეს!", - წერს ტატიანა სლავგოროდსკაია.
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოდესაში, ბატონო მიხეილ! იმედი გაგვიჩნდა!", - წერს მიხეილ სააკაშვილს ივან სოტოვი.
"სამწუხაროა, რომ ოდესაში - ხარკოვი რითაა უარესი?", - წუხს ხარკოველი მაქსიმ იავნიკოვი.