
ენმ-ს ყოფილი წევრი პავლე კუბლაშვილი „რეაქციაში“ ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობას თვითონაც იზიარებს და ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ახალი სახეების წამოწევაში მიიღოს მონაწილეობა.
„თქვენ როგორ გგონიათ, მე ვიტყვი იმას, რომ რასაც აქ, ამ სტუდიაში, სხვაგანაც ვიცავდი სულ ცოტა ხნის წინ, ის სხვა ადამიანებმა, ცუდებმა ცაიდინეს და მე არაფერ შუაში ვარ-მეთქი? რასაკვირველია, მეც, გოგაც, გიორგიც ვიზიარებთ და ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც იყო. სწორედ ამიტომაც ვმონაწილეობთ ჩვენ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაში, სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენ გადავიწიოთ უკან და მივცეთ გამოჩენის საშუალება მათ, ვინც არასდროს ყოფილან პოლიტიკაში და აქვთ სწორი მიდგომები“, - აღნიშნა კუბლაშვილმა „რეაქციაში“.
პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ისინი არ აპირებენ ყოფილ თანამებრძოლებთან პოლემიკაში შესვლას და იმაზე საუბარს, რა ხდებოდა პარტიის კულუარებში.
შეკითხვაზე, რატომ ვერ გახდა შესაძლებელი განახლება თვითონ ენმ-ში, პავლე კუბლაშვილთან ერთად, გოგა ხაჩიძეამაც უპასუხა: „შესაძლოა, აცხადებდე, რომ კარი ღიაა, მაგრამ ამავე დროს, ოთახი უკვე იყოს სავსე...“, - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.