-
2015-05-29 23:10
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში უკრაინის ეკოლოგიის მინისტრს კორექტივა შეაქვს და აცხადებს, რომ სააკაშვილი მინისტრთა კაბინეტმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე წარადგინა, ხოლო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა პოროშენკომ უნდა მიიღოს.
"როგორც უკრაინის კონსტიტუციითაა გათვალისწინებული, საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უნდა მიიღოს. დიდი იმედი მაქვს, რომ მინისტრთა კაბინეტის წარდგენას პრეზიდენტი მხარს დაუჭერს და ამ თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილს დანიშნავს", - წერს ეკოლოგიის მინისტრი.