
"კიდევ ერთი მერიტოკრატი უკრაინაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაინიშნა: ოდესის ოლქს ახალი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ჰყავს", -
ეს ცნობა უკრაინის ეკოლოგიის მინისტრის იგორ შევჩენკოს ოფიციალურ გვერდზე, "ფეისბუქში" გაჩნდა.
აღსანიშნავია, რომ იგორ შევჩენკოს "ფეისბუქზე" ვერიფიცირებული, ანუ ადმინისტრაციის მიერ შემოწმებული და სანდოდ მიჩნეული გვერდი აქვს.
ინფორმაციას საქართველოშიც ადასტურებენ. პარლამენტის წევრი ეკა ხერხეულიძე წერს:
"მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა ოდესის გუბერნატორად,სადაც 3 მილიონი უკრაინის მოქალაქე ცხოვრობს (ამასთანავე, ინარჩუნებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეობას)".