
"თქვენ თუ ის გაინტერესებთ, რას ვფიქრობ, არის თუ არა მიშა მაგარი, გეტყვით, რომ დიახ, მიხეილ სააკაშვილი მაგარია!", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა გოგა ხაჩიძემ რადიო "პალიტრის" ეთერში განაცხადა.
ამასთან, დეპუტატმა წამყვანის შეკითხვაზე, კონკრეტულად რაშია სააკაშვილი მაგარი, უპასუხა: "ძალიან ბევრ რამეში" და დაამატა, რომ ეს ახლა სასაუბრო თემა არ არის. ამასთან, გოგა ხაჩიძემ ხაზი გაუსვა, რომ პარტიიდან წასულების მიზანი არ არის, ზიანი მიაყენონ "ნაციონალურ მოძრაობას":
"მე აღარ ვარ მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი, რადგან მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრობა ნიშნავს, რომ იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. თქვენ თუ გაინტერესებთ რას ვფიქრობ იმაზე, მიშა მაგარია თუ არა, მე ვფიქრობ, რომ დიახ, მიხეილ სააკაშვილი არის მაგარი", - აღნიშნა გოგა ხაჩიძემ. ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ზიანი მივაყენოთ. ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად გამოვკვეთავთ ჩვენს პოზიციბს და იმ რეალობას, რომელშიც ვიქნებით და რომელსაც შევქმნით", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.