-
2015-05-28 18:57
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა. როგორც გაირკვა, სააკაშვილი არმიაში მისი სამხედრო სამსახურის დროინდელ რაზმის მეთაურს შეხვდა.
"დღეს, მრავალი წლის შემდეგ მე ისევ შევხვდი ჩვენი რაზმის მეთაურს, ლეიტენანტ სერგეი ალექსანდრეს-ძე იგნატენკოს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა სამხედრო სავალდებულო სამსახური უკრაინაში გაიარა. ის უკრაინა-სლოვაკეთის საზღვართან მდებარე სამხედრო ნაწილში მსახურობდა.
"აფხაზეთის ხმა" აქვეყნებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში მიხეილ სააკაშვილის ყოფნის დროს გადაღებულ სხვა იშვიათ ფოტოებსაც (პირველ ფოტოზე სააკაშვილი მარცხნიდან მესამეა).


თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02