
ზუგდიდში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. "მიშა, საქართველოს სჭირდები!", - ამ სლოგანით მომიტინგეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ადგილობრივები შეიკრიბენენ. ზუგდიდში შეკრებილებს ყოფილმა პრეზიდენტმა სკაიპით მიმართა.
აქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების მონაწილეობით მიმდინარეობდა. შეკრებაზე ბაჩო ახალაიას წერილიც წაიკითხეს.