-
2015-05-28 07:38
ენმ-ს ყოფილი წევრი გოგა ხაჩიძე, რომელმაც პარტია სამ თანამოაზრესთან ერთად დატოვა, რადიო "პალიტრის" ეთერში ამბობს, რომ პარლამენტში ფრაქცია აუცილებლად შეიქმნება.
"აუცილებლად შევქმნით ფრაქციას. ვნახოთ, ვისთან ერთად, ახლა ამას კონკრეტულად ვერ გეტყვით. რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს კონსულტაციები, ვსაუბრობთ დეპუტატთა შესაბამის ჯგუფებთან, შესაბამის დეპუტატებთან. არსებობს ძალიან სქელი წითელი ხაზები, რომლებიც ძალიან დიდი წყალგამყოფია ქვეყნის საგარეო კურსის ორიენტაციასთან დაკავშირებით.
ეს ბუნებრივი პოლიტიკური პროცესია, როდესაც გაქვს ფრაქცია, უფრო მეტი შესაძლებლობაა იგივე საპარლამენტო მუშაობაშიც, ზოგადად, ტრიბუნის თვალსაზრისით. ელემანტარულია, როდესაც ხარ პოლიტიკოსი, უნდა იზრუნო, რომ გაფართოვდე და გარკვეული საშუალებები შეიქმნა", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.