
რიგაში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ მთავრობის ძირითადი საზრუნავი სამიტზე არ ყოფილა საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვა.
"რუსი ჟურნალისტისგან გავიგე და არც გამკვირვებია, რომ საქართველოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავი რიგაში ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვა კი არა, ის ყოფილა, რომ თურმე ლატვიის მთავრობამ მე უნდა დამაკავოს და გადამცეს ამ უდღეურებს...", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.