
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ადასტურებს, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის პირველი დღიდანვე მასთან ურთიერთობა აქვს და ის არ შეცვლილა. "პოლიტარტში" სტუმრობისას ხიდაშელმა კურიოზული ზარიც გაიხსენა.
"მე არ დამიმალავს და არც ახლა ვაპირებ, რომ მე ბატონ ბიძინასთან ურთიერთობა სულ მაქვს. პირველი დღიდან, როცა ის გავიცანი. ეს ურთიერთობა არ შეცვლილა. რა თქმა უნდა მომილოცა, ცოტა დამაბნია, როცა დამირეკა, ქალბატონო ნატო, მოგესალმებითო.
ვიფიქრე ნომერი შეეშალათქო დაა თინა ვართქო, ვუთხარი. ვიცი, ვიცი, ქალბატონო ნატოო", - აღნიშნა ხიდაშელმა "პოლიტარტში" სტუმრობისას.