
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ყოფილ კოლეგას - ირაკლი ალასანიას შეხვდა. ინფორმარმაციას "რუსთავი-2" ავრცელებს.
"ყოფილ თავდაცვის მინისტრებთან ვაპირებ შეხვედრას. რაზე ვიმსჯელეთ, ნამდვილად არ ვაპირებ მოგიყვეთ. აბსოლუტურად ყველას ვხვდები და ირაკლი ჩემი მეგობარია. მასთან შეხვედრები გაცილებით ხშირი და ინტენსიური მექნება, ვიდრე იმათთან, ვინც არ არიან ჩემი მეგობრები", - აღნიშნა ხიდაშელმა.
ირაკლი ალასანიამაც დაადატურა, რომ შეხვედრა შედგა და მან მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა. "ვისაუბრეთ ყველა საჭირბოროტო საკითხზე. მე იმედი მაქვს, რომ თინას ხელმძღვანელობით ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც საჭიროა, - აღნიშნა ალასანიამ.