-
2015-05-16 23:52
ფოთის მერი ირაკლი კაკულია ევრაზიული ეკონომიკური თანამეგობრობის საბაჟო კავშირის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მიემგზავრება - დოკუმენტები ენმ-ს ფოთის ორგანიზაციამ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა.
საბაჟო კავშირი რუსეთის ინიციატივითაა შექმნილი და ამ ორგანიზაციას ევრაზიული კავშირის წინამორბედ გაერთიანებად განიხილავენ. საბაჟო კავშირში შედიან რუსეთი, ყაზახეთი, სომხეთი, ყირგიზეთი და ბელორუსი.
"ფოთის მერს ყოფნის გამბედაობა და ის მიემგზავრება საბაჟო კავშირის (таможенный союз) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე და ამით კიდევ ერთხელ ატარებს რუსეთის ინტერესს. რადგან ყველას კარგად მოეხსენება, რომ საბაჟო კავშირს აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი სახელმწიფო და აღნიშნული ორგანიზაციის მეშვეობით ცდილობს საბჭოთა კავშირის აღდგენას.
ხელისუფლება გაიძახის, რომ ევროპისკენ მივდივართ, სინამდვილეში კი რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს და ამით ეწევიან მოღალატეობრივ საქმიანობას", - აღნიშნულია ენმ ფოთის გვერდზე "ფეისბუქში".


