
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას გაზეთ „მთელ კვირასთან“ მიმოიხილავს.
ზაქარეიშვილი, კერძოდ, გალის რაიონში შექმნილ მდგომარეობას აანალიზებს და ამბობს, რომ გალში დღეს ბევრად უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე ადრე იყო:
„მე გალში კონკრეტულ ადამიანებთან მაქვს მუდმივი კონტაქტი და როგორც წესი, უმრავლესობა აღიარებს, რომ დღეს სუნთქვა უფრო შეიძლება, ვიდრე ადრე“, - აცხადებს მინისტრი.