ლევან ყიფიანის გადადგომას 11 დეპუტატი ელოდება

Image

მინისტრის შეცვლას 11 დეპუტატი ელოდება. სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტს ლევან ყიფიანის უწყების საქმიანობაზე კრიტიკული დასკვნის პრემიერისთვის გადაგზავნის შემდეგ პასუხი არ მიუღია.

 

სპორტის პოლიტიკის განსაზღვრა, ჭიდაობის ფედერაციასთან დაპირისპირება, ოლიმპიადისთვის განკუთვნილი მშენებარე ობიექტი და ტენდერები- ეს ის საკითხებია, რომლის გამოც მმართველ გუნდს მინისტრთან პრეტენზიები აქვს.

 

კომიტეტის წევრთა ნაწილი ცოტა ხნის წინ ყოფილ პრემიერსაც შეხვდა. თუმცა მათი მტკიცებით, საკითხი სპორტის მინისტრის მიმართ არსებულ უკმაყოფილებას არ შეხებია.

 

მედიის ნაწილი მინისტრის გადადგომას უახლოეს პერიოდში ვარაუდობს და მიზეზად ტენდერებს ასახელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საფეხბურთო სტადიონების მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერები ყიფიანის მეგობრის კომპანიამ მოიგო, რომელშიც გაყიდვების მენეჯერის ადგილს მინისტრის ძმა იკავებს. ინფორმაციას ყიფიანის შესაძლო გადადგომის შესახებ სამინისტროს პრესსამსახური უარყოფს და ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს.

 

სწორედ ტენდერები და ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი სამუშაოებია მთავარი მიზეზი, რის გამოც კომიტეტის წევრების მოთხვნას ნაციონალური მოძრაობაც უერთდება.

 

ოპოზიციისა და თავად მმართველი გუნდის კრიტიკის მიუხედავად, მთავრობის წევრები მინისტრის საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევენ.

 

უცნობია, მოახდენს თუ არა რეაგირებას პრემიერი კომიტეტის უარყოფით დასკვნაზე. საპარლამენტო წრეებში არ გამორიცხავენ, რომ დეპუტატებმა მინისტრის უნდობლობის პროცედურა წამოიწყონ.

 

"რუსთავი-2"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !