
"გურჯაანის გამგეობაში ნეპოტიზმი და კორუფციაა," - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერტერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა გურჯაანში გააკეთა, სადაც ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული კომიტეტის ფარგლებში იმყოფება.
როგორც დეპუტატი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, ის მიმდინარე კვირას გურჯაანში გაატარებს და ადგილზე გაეცნობა მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას.
კომისიის წევრები მოქალაქეებს ხვდებიან და იმ პრობლემებზე იღებენ ინფორმაციას, რაც გურჯაანში არსებობს.
"დიდი პრობლემებია გურჯაანში, მაღალია კორუფციის დონე. ჩვენ აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ეს ფაქტები და საზოგადოებას უნდა გავაცნოთ,"- აცხადებს დეპუტატი ირმა ნადირაშვილი.
"რუსთავი-2"