
ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ მას ბრალდებები გაუქარწყლდა-ზურაბ ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას ეკა ბესელია გამოეხმაურა.
,,ის, რომ ბატონი ადეიშვილი თავს არიდებს დღემდე გამოცხადებას და მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას, სასამართლო წესით თავისი უდანაშაულობის დადასტურებას, ეს მე მიღრმავებს და მიძლიერებს ეჭვებს. თავად სტატუსის მინიჭება და ძებნის პროცედურიდან ამოღება არ ნიშნავს, რომ ადეიშვილს ბრალეულობა მოეხსნა," - განაცხადა ბესელიამ.