
ნინო ბურჯანაძე პანკისის ხელობიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლის ფაქტს აფასებს და სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ ვითარების უკონტროლობამ ქვეყანა სერიოზული საფრთხეების წინაშე დააყენოს.
,,თუ ჩვენი მოქალაქეები ამაში ჩართულები იქნებიან, არ არის გამორიცხული რაღაც დოზით კონფლიქტმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეც გადმოინაცვლოს, არ არის გამორიცხული რომ მოხდეს რაღაც ტიპის ტერაქტები, გატაცებები...“ - ამბობს ნინო ბურჯანაძე.