თავდაცვის მინისტრი: „არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს, ხელი მემორანდუმს მოეწერა“

Image

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ირაკლი ალასანიას საპასუხოდ აცხადებს, რომ არანაირი ხელმოწერილი ხელშეკრულება საფრანგეთთან არ არსებობს და აზუსტებს, რომ ხელი მოეწერა არა ხელშეკრულებას, არამედ მემორანდუმს.

 

„არ არსებობს არანაირი ხელშეკრულება, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ამას ვამბობდით წარსულშიც, მაგრამ აქვე ვამბობდით, რომ ხელმოწერა განხორციელდა ე.წ. განზრახულობათა წერილზე, იგივე მემორანდუმზე, რომელიც ხელშეკრულებისგან განსხვავებით სრულიად სხვა სახის საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტია შედეგების თვალსაზრისით.

 

ანუ ეს გულისხმობს, რომ ხელშეკრულებას მოსდევს კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც უნდა შეასრულოს ხელშეკრულების ორივე მხარემ.

 

მემორანდუმი, ეს არის დეკლარაციული სახის დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს მხარეების კეთილ ნებას კონსულტაციების თაობაზე. ამ დოკუმენტს, კი ბატონო, ხელი მოეწერა“, - განაცხადა მინისტრმა. 

 

მისივე განმარტებით, მემორანდუმი რაიმე კონსულტაციების წარმოების წინაპირობა არ არის. თუმცა, მისი თქმით, ფრანგულ მხარესთან კონსულტაციები და მოლაპარაკებები გრძელდება, რაც საფრანგეთის ელჩმა დაადასტურა. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !