პაატა დავითაია აფხაზური მედიის საპირველაპრილო ხუმრობას წამოეგო

Image

"ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია აფხაზური მედიის მიერ პირველ აპრილს ხუმრობით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას წამოეგო და საპასუხო განცხადება გააკეთა. 

 

ამის შესახებ აფხაზური მედია წერს. მათი მონაცემებით, 1 აპრილს, აფხაზურმა გამოცემებმა შეგნებულად გაავრცელეს ინფორმაცია ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე რუსეთთან, ფსოუს გამშვებ პუნქტზე მიმოსვლის რეჟიმი გაამარტივეს. 

 

1 ხელისუფლების მხრიდან ამ ინფორმაციაზე გამოხმაურება არ ყოფილა. ხოლო 2 აპრილს "ევროპელი დემოკრატების" ლიდერმა პაატა დავითაიამ "პირველის" პრესკლუბში მკაცრი განცხადებები გააკეთა:

 

"იმ სიჩუმის ფონზე, რაც საქართველოს მთავრობაშია, დღეს გაიხსნა ოფიციალურად მიმოსვლა აფხაზეთსა და რუსეთს შორის. ე.წ. საზღვარი ფსოუზე მოიხსნა. გაკვირვებული ვარ, რომ არანაირი რეაქცია არ აქვს ამაზე საქართველოს მთავრობას.

 

გასაგებია, რომ ანექსია გრძელდება, ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები, მაგრამ ამის მიჩუმათება არ შეიძლება. ფაქტობრივად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთთან გახდა ღია. ყველანაირი ბლოკპოსტი, თუ მაკონტროლებელი ორგანოები, რომელიც სეპარატისტებს გააჩნდათ, აღებულია იქიდან.

 

ეს ყველანაირ შეთანხმებას არღვევს, რაც კი საერთაშორისო მასშტაბით არსებობს. ამით დაირღვა ის შეთანხმებაც, რომლის მიხედვითაც ე.წ. საზღვარზე შვეიცარიელი მესაზღვრეები უნდა განლაგებულიყვნენ. ეს საზღვარი მოისპო და საზღვარი დღეს უკვე ენგურზე გადის", - თქვა მან და მთავრობას აჟიოტაჟის ატეხვისკენ მოუწოდა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !