რა ელის კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" - რას ითხოვენ რუსეთი და ევროკავშირი

Image

ბრიუსელში ევროკავშირთან სტრატეგიული დიალოგის მესამე შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა და სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.

 

ევროკავშირთან სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის ჩართულობის პოლიტიკის ასპექტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც დიალოგის ცენტრალურ თემას წარმოადგენდა.

 

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. რა სახის ცვლილებას ითხოვს ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არსებულ კანონში, არ კონკრეტდება, ზაქარეიშვილმა მხოლოდ ზოგადი მინიშნება გააკეთა:

 

"ის, რომ ცვლილებები რუსეთის ინტერესშია, არაა სიმართლე, ამას ევროკავშირი ითხოვს", - თქვა მან, მაგრამ მოთხოვნილი ცვლილებების შინაარსი მაინც არ დააკონკრეტა, მხოლოდ იმას გაუსვა ხაზი, რომ იმედია, პარლამენტი ბრიუსელიდან მაინც შეისმენს ცვლილებების აუცილებლობის მოთხოვნას.

 

სავარაუდოდ, ცვლილებებში იგულისხმება პასუხისმგებლობის შემსუბუქება ან სულაც გაუქმება იმ პირებისა და ბიზნეს-კომპანიების მიმართ, რომლებიც თბილისის გვერდის ავლით მოხვდებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 

როგორც "ნეზავისიმაია გაზეტა" წერს, ევროკავშირს სურს, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა იგივე ან თითქმის იგივე სარგებელი მიიღონ, რასაც საქართველოს სხვა მოქალაქეები მიიღებენ.

 

შეფასებებში უფრო ფრთხილი იყო ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ბერუჩაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირის მოთხოვნები შესწავლას, ახალი რესურსის გამოყენებას საჭიროებს, თუმცა, მოთხოვნის შინაარსი არც მას დაუკონკრეტებია.

 

იმავე "ნეზავისიმაია გაზეტას" თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროინტეგრაცია მტკივნეულად მიმდინარეობს და ის "ქართული ოცნების" თავის ტკივილად იქცა, რასაც კარგად იყენებს ოპოზიციაში აღმოჩენილი ყოფილი მმართველი პარტია.

 

სტატიის ავტორი წერს, რომ ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორ შეხვდება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების მოთხოვნას ენმ, მით უმეტეს, რომ, სტატიის თანახმად, რიგის სამიტზე ვერც უკრაინა და ვერც საქართველო უვიზო მიმოსვლას ვერ მიიღებენ, თუმცა, ამის შესახებ ოფიციალურად არავის განუცხადებია. 

 

შეგახსენებთ, ევროკავშირზე ადრე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმებას ან, უკიდურეს შემთხვევაში, მასში ცვლილებების შეტანას და ლიბერალიზაციას ჯერ კიდევ ხელისუფლების შეცვლისთანავე ოფიციალური მოსკოვი ითხოვდა. 

 

ლაშა ბერულავა

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !