-
2015-04-01 16:11
"გენპროკურატურა არ აპირებს, სააკაშვილი გადასცეს პრორუსულ საქართველოს", - ამ სათაურით აქვეყნებს უკრაინის გენპროკურატურიდან მიღებულ ინფორმაციას უკრაინული ua-today.com.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურიდან მიღებული საექსტრადიციო განაცხადი მიხეილ სააკაშვილის გადაცემასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად.
"შემოწმების შედეგად უკრაინის გენერალური პროკურატურა მივიდა დასკვნამდე რისკის არსებობის შესახებ იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაცემის მოთხოვნა გაკეთებულია საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მისი პოლიტიკური მოტივებით დევნის მიზნით", - ნათქვამია უკრაინის გენპროკურატურის განცხადებაში.
უწყებაში დაამატეს, რომ ექსტრადიციის მოთხოვნის დაკმაყოფილება დაარღვევდა 1950 წლის ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლების დაცვის კონვენციის მოთხოვნებს.
