
"პატრიოტთა ალიანსის" ერთერთი ლიდერი ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებმა რუსთაველზე კარვები გაშალონ. ალიანსის პროტესტს წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დაკავება-გასამართლების კუთხით ამ ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი პასიურობა იწვევს.
„ქვეყანაში უკვე დამკვიდრდა ორგანიზებული ტერორიზმი. კლავენ ადამიანებს და არ ვიცით, ვინ არის დამკვეთი. პირადად სააკაშვილისა და ადეიშვილის კრიმინალების ჯგუფს ვადებ ხელს, რომლებიც უკრაინიდან გეგმავენ იმ ადამიანების მკვლელობებს, რომლებიც საუბრობენ სამართლიანობის აღდგენაზე“, - ამბობს ირმა ინაშვილი და ამატებს:
„ხელისუფლების პირველი პირების ნება თუ იქნება, პატრიოტთა ალიანსი უზრუნველყოფს სააკაშვილისა და ადეიშვილის ჩამოყვანას. ვერ დავუშვებთ, ხალხი პანიკამ მოიცვას, თუ ვინ იქნება შემდეგი?“ - აცხადებს ირმა ინაშვილი და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯებისათვის სამი კვირის ვადას აძლევს, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი ქუჩაში გასვლას გეგმავს.