ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" განცხადება

Image

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ცოტნე  მურღულიამ, რომელმაც სწავლის გაგრძელების მიზნით დატოვა საქართველო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების ნაწილის შესახებ განცხადება „აფხაზეთის ხმას“ მიაწოდა.

 

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან დღემდე, საკრებულოს რიგი წევრების ინტერესს იწვევს იმ მეწარმე საზოგადოებ(ებ)ის საქმიანობის შესწავლა, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა დამფუძნებელ ან/და მმართველ პარტნიორად გვევლინება.

 

ამ თვასაზირისით, ინტერესს იწვევს შპს “სასტუმრო ანაკლიის”, შპს “განმუხური-ანაკლია რეზორტის/Ganmukhuri-Anaklia Resorts” თუ სხვა მეწარმე საზოგადოებ(ებ)ის საქმიანობის მონიტორინგი. 

 

უფრო კონკრეტულად, ნიშანდობლივია ასეთ საწარმოებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციისა და მათი შრომითი ანაზღაურების მიმართება ამავე  მეწარმე საზოგადოებ(ებ)ის საქმიანობის ეფექტურობისა და რენტაბელურობის მაჩვენებლებთან, საწარმოს წლიური აუდიტის შედეგები, მიღებული დივიდენდების მიზნობრიობა, მათი ოდენობა და გახარჯვის მიზანშეწონილობა.

 

ამასთან, იმ პირობებში, როდესაც მათი დიდი ნაწილი პარალიზბულია და ოპერირება უწევს მუნიციპალიტეტის სუბსიდიების მეშვეობით, გაუგებარია საწარმოს მრავალრიცხოვანი პერსონალის საჭიროების აუცილებლობა მათი ასტრონომიული ანაზღაურების გათვალისწინებით.

 

მეტი თვალსაჩინეობისთვის, ზოგიერთი მათგანი წარმოდგენილია ორი ან მეტი დირექტორით, დირექტორის მოადგილეებითა თუ სამსახურის ხელმძღვანელებით, რომელთა საშუალო ანაზღაურება 3000-5000 ლარის ფარგლებში მერყეობს.  უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ მივმართეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას, როგორც მმართველი/დამფუძნებელი პარტნიორისგან მიგვეღო ასეთი ინფორმაცია, მათ შორის აუდიტის შედეგები, გაირკვა, რომ ისინი არ ფლობენ მსგავსი შინაარსის ინფორმაციას.

 

დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვართ საზოგადოებას წარვუდგინოთ ოფიციალური პასუხები. თავის მხრივ, საზოგადოებისთვის მიგვინდია ასეთი დამოკიდებულების მუნიციპალიტეტის ქონებისადმი ასეთი დამოკიდებულება. 

 

ამ საკითხის შესწავლით, ჩვენი არაერთი მოთხოვნის/განცხადების შემდგომ, ერთი შეხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა თუ გაგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებიც დაინტერესდნენ. ამ მიმართულებით, განისაზღვრა შემდგომი სამუშაო მოქმედების სტრატეგია, რომელიც 2015 წლის დასაწყისიდანვე უნდა ამოქმდებულიყო.

 

ამ მიმართულებით დღემდე არაფერი გაკეთებულა.  ყოველივე ზემოთქმული გვაფიქრებინებს, რომ ადგილი აქვს შეგნებულ სამსახურებრივ გულგრილობას, სავარაუდო კორფციულ ინტერესს ან/და არაკომპეტენტურობას, რაც მოცემულ შემთხვვეაში, თითოეული ერთმანეთზე უარესია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისიწნებით, იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ის პირი, რომლის უშუალო მოვალეობასაც წარმოადგენს მითითებული საკითხები, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს წინამდებარე ურთიერთობების შესწავლას საზოგადოების ფართო ნაწილისა თუ სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !