
დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებამ, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი ქუთაისში არ უნდა იყოს, რადგან ეს პარლამენტის ბიუჯეტისთვის დამატებით ხარჯებს წარმოადგენს, დიდი უარზაური გამოიწვია.
ბესელიას თქმით, ნოდარ ხადური თავის განცხადებაში სწორედ ამაზე საუბრობდა, როცა ქამრების შემოჭერის თემას შეეხო.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ამ განცხადებას ხათუნა გოგორიშვილმა ტყუილი უწოდა.
მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა, პარლამენტის ბალანსზე არ არის.
შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტიდან აღნიშნულ შენობაზე ერთი თეთრიც არ იხარჯება.
სწორედ ამ განცხადების შემდეგ მოხდა საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის დეპუტატთა შორის სიტყვიერი დაპირისპირება, მათ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს და „თავხედი“ და „მატყუარა“ უწოდეს.
ambebi.ge