
რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი ალფრედ კოხი აცხადებს, რომ იცის მიზეზი, რის გამოც ბორის ნემცოვი მოკლეს. კოხი სკანდალურ განცხადებასაც აკეთებს და ამბობს, რომ კახა ბენდუქიძე, რომელიც თითქოსდა გულის შეტევით გარდაიცვალა, ასევე მოკლულია.
გერმანულ გამოცემა Bild-თან საუბრისას კოხმა განაცხადა:
"2014 წელს გერმანიაში, ზემო ბავარიის ერთ-ერთ პატარა სოფელში შედგა საიდუმლო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ მიხეილ ხოდორკოვსკი, კახა ბენდუქიძე, ბორის ნემცოვი და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც არიან რუსეთის მთავრობის ყოფილი წევრები (მათი გვარების დასახელებისგან კოხმა თავი შეიკავა). ეს ხალხი მსჯელობდა რუსეთის მომავალზე.
ყოფილი მინისტრი და პუტინის დაუძინებელი მტერი კახა ბენდუქიძე, შეხვედრიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა, თითქოს გულის შეტევით"...