
„კანტორა“ - როგორც საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერიან ხაბურძანიამ განაცხადა, ამ სიტყვაში ის რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს გულისხმობს და არამარტო სპეცსამსახურებს.
შეგახსენებთ, ამ სიტყვას იყენებენ ერთმანეთთან საუბარში ვალერი ხაბურძანია და ირაკლი ოქრუაშვილი. ჩანაწერის მიხედვით, ვალერი ხაბურძანია ჰყვება, რომ მან ჯერ კიდევ მინისტრად მუშაობის დროს სთხოვა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ორგანიზება კოლეგებს მოსკოვიდან, რომლებმაც ეს გააკეთეს კიდეც და შეხვედრა მოსკოვში შედგა, ბიძინა ივანიშვილის ოფისში.
ამავე დროს, ხაბურძანია ამბობს, რომ სწორედ მოსკოვში, ცალკეულ პირებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკში ჩართვა.