
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და არასოდეს უთითებს, თუ რა უნდა გააკეთოს.
„ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც საბჭოთა კავშირიდან კი გამოვიდა, მაგრამ შეთქმულების თეორიის დღემდე სჯერა.
პირველი, რაც უნდა გვესმოდეს, ის არის, რომ ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც თავის სტრატეგიულ პარტნიორებს არასოდეს ეუბნება, თუ რა უნდა გააკეთოს.
ამერიკა გეუბნება იმას, რომ მხარს დაგიჭერ იმ ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია დემოკრატიის მშენებლობა. ეს არის ერთადერთი რამ, რასაც ამერიკა გეტყვის.
თერთმეტი წელი ვმუშაობდი ამერიკულ ორგანიზაციებში და კარგად ვიცი რასაც ვამბობ.
არასოდეს, ვინც არ უნდა იყოს ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელი, არ გეტყვის, რომ ეს გააკეთე, ან ის გააკეთე. რაც შეეხება მეიდანს, მისი მოწყობა თუ არ მოწყობა, ასევე, ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“, თუ „ქართული ოცნების“ ყოფნა, არ წყდება ერთადერთი პიროვნებისა და ძალების მიერ. ამას წყვეტს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
„ქრონიკა+“