
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ წყალტუბოში აგროკრედიტების გაცემაზე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
ბობოხიძის გამოსვლის ფორმა დავით საგანელიძემ გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ბობოხიძეს, ჭკუის სწავლების ნაცვლად, ბოდიში აქვს მოსახდელი.
საგანელიძის გამოსვლა სოსო ჯაჭვლიანმაც აიტაცა და კამათში საქმე იქამდე მივიდა, რომ ჯაჭვლიანი ბობოხიძეს ანგარიშის გასწორებით დაემუქრა.
„არ მინდა დაიძაბოს სიტუაცია, თორემ გახვალ დარბაზიდან“, - მიმართა მან ბობოხიძეს.
ამდენი შეტევის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა უკან დაიხია და მობოდიშება ცალყბად სცადა.
„შეგინებაზე პასუხის არგაცემა მძიმეა და მძიმე არჩევანის წინაშე დაგაყენეთ.
მე ნამდვილად ვაპირებდი ამ განცხადების გაკეთებას, მაგრამ ბატონი დავითი ამბობს, რომ მე ბოდიშით უნდა დამეწყო გამოსვლა. ბოდიშების მოხდა მითითებით არ ხდება“, - განაცხადა ბობოხიძემ.